კონტე: "ამ სკუდეტოს საკუთარ თავს ვუძღვნი"
„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, 2009 წლის შემდეგ პირველად მოგებული სკუდეტო შეაფასა.
„ვფიქრობ, ეს ამ უცნაური სეზონის სწორი დასასრულია. ბოლო მატჩშიც კი ლამაზი ფეხბურთი ვითმაშეთ. ეს ამტკიცებს, რომ ამ ფეხბურთელებს ყოველთვის მოგება სურთ. 91 ქულა დავაგროვეთ, 90 გოლზე მეტი გოლი გავიტანეთ. საუკეთესო დაცვა, ერთ-ერთი საუკეთესო შეტევა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ბედნიერები ვართ, იმიტომ რომ ქომაგებს დიდი საჩუქარი გავუკეთეთ.
როცა „ინტერში“ მოვედი, გარკვეულ ზეწოლას გადავაწყდი, იმიტომ რომ ეს გუნდი ვერ იგებდა და „იუვენტუსს“ ქვემოდან უყურებდე. ვიმუშავეთ თავდაუზოგავად და ეს შრომა დაფასდა. რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო. ჩემპიონატის მოგებამ დაგვარწმუნა, რომ სწორი მიდგომა და გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა - ერთადერთი იაღაღია, რომელიც გაგვაჩნია. ყველანი კარგები ვიყავით.
ამ სკუდეტოს საკუთარ თავს ვუძღვნი. ნამდვილად ყველაფრის დათმობა მომიწია.“ - ციტირებს კონტეს სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებით „ინტერმა" „იუვენტუსის" 9-წლიანი დომინაცია შეწყვიტა, რომელიც თავის დროზე სწორედ კონტემ დაიწყო.