ტოპ-5 ჩემპიონატებიდან ვინ მიიღო ყველაზე მაღალი საშუალო შეფასება? ლევანდოვსკი მეორეა
საერთაშორისო პორტალმა Whoscored-მა ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატების საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
საშუალო შეფასებებით სეზონის ტოპ-ჩემპიონატების საუკეთესო ფეხბურთელად „ბარსელონას“ შემტევი, ლიონელ მესი დასახელდა, რომლის საშუალო ქულამაც 8.5 შეადგინა.
მეორე ადგილზე „ბაიერნის“ პოლონელი ცხრიანი, რობერტ ლევანდოვსკი გავიდა - 8.1 ქულით. სხვა არცერთ ფეხბურთელზე საშუალოდ 8.0-ც კი არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში ლეო მესი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 35 თამაშში გატანილი 30 გოლით.
რაც შეეხება ლევანდოვსკის, მან ბუნდესლიგაში გერდ მიულერის 40-გოლიანი რეკორდი დაამხო და სეზონი 41 გოლით დაასრულა, რამაც ევროპული ოქროს ბუცის კარიერაში პირველად მოგებაც გაუნაღდა.
ოქროს ბუცის რეკორდული რაოდენობის მფლობელი ლეო მესია, რომელმაც მისი მოგება 6-ჯერ მოახერხა, შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ მოდის - 4 პრიზით.