ავტორიზაცია

თელავის მორიგი კრახი - საბურთალო 3-ეულს მიუახლვოდა [VIDEO]

თარიღი 24 მაი 2021, 21:07

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ერთმანეთს "თელავი" და "საბურთალო" დაუპირისპირდნენ. მატჩი რუსთავის ტექნიკურ ბაზაზე შედგა.

პირველ ტაიმში თბილისელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა თელაველთა მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი დამაჯერებელი იყო.

59-ე წუთზე სტანდარტულს გიორგი ლაცაბიძის გოლი მოჰყვა. ბოლო წუთებზე კი "თელავი" ვა-ბანკზე წავიდა, რასაც კონტრ-შეტევა და შეცვლაზე შემოსული ნონიკაშვილის გოლი მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ "თელავს" ამ სეზონში მხოლოდ ერთი მოგება აქვს და ისიც პირველ ტურში, "სამტრედიასთან."

VIDEO: ბუკასის ულამაზესი გასროლა და ზიდანის "ფარდის დაშვება" - ტორპედომ ქობულეთში იმარჯვა

დილამ ლიდერი დინამო თბილისი შინ დაამარცხა