ავტორიზაცია

რაზე ვერ უთანხმდება ბაიერნი კომანს?

რაზე ვერ უთანხმდება ბაიერნი კომანს?
თარიღი 24 მაი 2021, 23:21

Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნსა" და კინგსლი კომანს შორის ერთგვარი ფინანსური განხეთქილება მწიფდება.

ფრანგი შემტევის ამჟამინდელი ხელფასი შეადგენს დაახლოებით ცხრა მილიონ ევროს და მას თავისი ანაზღაურების 17 მილიონამდე გაზრდა სურს.

"რეკორდმაისტერი" არ იზიარებს თავისი ვინგერის აზრს და კლუბისთვის პრიორიტეტული ვარიანტი ფეხბურთელის არსებულ ხელფასზე დატოვებაა.

იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდება, "მანჩესტერ იუნაიტედს" 24-წლის გარემარბის ტრანსფერზე გზა გაეხსნება.

შეგახსენებთ, წარმოშობით გვადელუპელი ფლანგელი "ბავარიაში" თამაშობს 2015 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 200 მატჩში 40 გოლი გაიტანა.

"ძალიან დასანანია", - ბაიერნიდან წასვლის შემდეგ, ფლიკმა დაასახელა ის, რამაც გული ყველაზე მეტად დაწყვიტა

მანჩესტერ იუნაიტედი კომანის ტრანსფერზე შეთავაზებას ამზადებს