ავტორიზაცია

ბარსელონა კუმანის შემცვლელად ორ კანდიდატს განიილავს

ბარსელონა კუმანის შემცვლელად ორ კანდიდატს განიილავს
თარიღი 24 მაი 2021, 23:29

Marca-ს ინფორმაციით, რონალდ კუმანის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დათხოვნის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

კატალონიური კლუბი ნიდერლანდელი თავკაცის შემცვლელად განიხილავს ხავი ერნანდესს, რომლის დანიშნვის შესახებ ხოან ლაპორტა ადრეც საუბრობდა.

იმ შემთხვევაში, თუ "ალ-სადის" ამჟამინდელი დამრიგებლის "ბლაუგრანაში" დაბრუნება ვერ მოხერხდება, კლუბი სხვა ვარიანტზე გადაერთვება.

საუბარია მიკელ არტეტას შესახებ, რომლის ლონდონის "არსენალიდან" წასვლა აქტუალურია და ამასთან ერთად, ბასკის საფეხბურთო სტარტი ხომ "ლურჯ-ბროწეულისფრებში" იყო.

შეგახსენებთ, "კამპ ნოუს" ბინადრებმა 2020/2021 წლის სეზონში მხოლოდ კოპა დელ რეის მოგებით დაიკმაყოფილეს მადა.

გვარდიოლა მოახლოებული ტრანსფერის შესახებ: "ის ბარსელონას გააძლიერებს"

კუმანი: "ბარსელონას ამჟამინდელი შემადგენლობა გუნდის ამბიციებს არ შეესაბამება"