ავტორიზაცია

რას წარმოადგენს, როგორ მუშაობს, ვინ ითამაშებს, ვინ წარსდგება საქართველოდან - ყველაფერი, რაც უეფას ახალ ტურნირზე, კონფერენც ლიგაზე უნდა ვიცოდეთ

რას წარმოადგენს, როგორ მუშაობს, ვინ ითამაშებს, ვინ წარსდგება საქართველოდან - ყველაფერი, რაც უეფას ახალ ტურნირზე, კონფერენც ლიგაზე უნდა ვიცოდეთ
თარიღი 25 მაი 2021, 10:42

2021/22-სეზონიდან, სტარტს აიღებს უეფას ახალი ტურნირი, უეფას კონფერენც ლიგა.

ევროპა ლიგა შემცირდა და 48 გუნდის ნაცვლად 32-გუნდიანი გახდა, რის გამოც, უეფამ მესამე ევროტურნირი წარადგინა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ფორმატში გაიმართება.

რა არის კონფერენც ლიგა?

ევროპული კონფერენც ლიგა არის უეფას მესამე ტურნირი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის მსგავსად, ევროპული გუნდები გათამაშება იქნება.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ფორმატები დაკომპლექტებულია, უეფამ გადაწყვიტა დააარსოს მესამე ტურნირი, რომელიც შანსს ამ ორ ტურნირზე ვერ მოხვედრილ გუნდებს მისცემს. 

ვინ ითამაშებს უეფას კონფერენც ლიგას? 

ევროპის ტოპ-ჩემპიონატებიდან, ლა ლიგიდან, სერია ა-დან, პრემიერ ლიგიდან, ბუნდესლიგიდან და ლიგა 1-დან, ამ ტურნირზე თითო გუნდი გავა (მეშვიდეადგილოსანი). ქვეყნებს, რომელთა ჩემპიონატებიც უეფას რეიტინგში 6-15 ადგილს იკავებენ, ამ ტურნირზე ორ-ორი გუნდი ეყოლებათ, 16-50 ადგილებზე მყოფი ქვეყნები კი ამ გათამაშებაში 3 გუნდით წარსდგებიან.

3 გუნდი ეყოლებათ ასევე 51-55 ადგილებზე მყოფ ქვეყნებსაც.

კონფერენც ლიგა იქნება 32-გუნდიანი ტურნირი, რომლის ჯგუფური ეტაპის დაწყებამდეც გაიმართება 3-რაუნდიანი პლეი-ოფი და კვალიფიკაციის ფინალი. გუნდებ, რომლებიც პლეი-ოფს მოიგებენ, ჯგუფურ ეტაპზე გაინაღდებენ ადგილს, ისევე, როგორც ისინი, ვინც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი-ოფში დამარცხდება.

ჯამში, ჩვენ ვიხილავთ ჩვენთვის კარგად ნაცნობ 8 ჯგუფს, რომელშიც 4-4 გუნდი იქნება განაწილებული. 

როგორ აისახება ქართულ გუნდებზე და ვინ ითამაშებს?

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეობას მიიღებს 70 გუნდი: 32-55 რეიტინგში მყოფი ქვეყნების თასის 24 გამარჯვებული

რეიტინგში 30-55 ადგილზე მყოფი ქვეყნების შიდა ჩემპიონატის 25-ვიცე ჩემპიონი

რეიტინგში 29-50 ადგილებში მყოფი ქვეყნების 21-მესამეადგილოსანი

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო სწორედ ამ სარანგო კატეგორიაში ხვდება, ჩვენი ქვეყნიდან კონფერენც ლიგაზე გასვლის შანსს სამი გუნდი მიიღებს. წელს იქნებიან: „გაგრა“ (თასის გამარჯვებული), „დინამო ბათუმი“ (მეორეადგილოსანი) და „გორის დილა“ (მესამეადგილოსანი).

სამივე ეს გუნდი ტურნირზე გასვლას პირველივე საკვალიფიკაციო რაუნდიდან შეეცდება. საინტერესოა, რომ „გაგრა“ არის ერთადერთი გუნდი ამ სეზონის კონფერენც ლიგაზე, რომელიც თავისი ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში არ ასპარეზობს.

ტოპ-ჩემპიონატების გუნდებიდან, ვინ ითამაშებს მომდევნო სეზონში?

ინგლისი: „ტოტენჰემი"

საფრანგეთი: „რენი“

გერმანია: „უნიონ ბერლინი“

იტალია: „რომა“

ესპანეთი: „ვილიარეალი“.

როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი?

ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ ინაღდებს ადგილს მერვედფინალში. მეორეადგილოსნებს კი მორიგი პლეი-ოფის თამაში მოუწევთ იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც ევროპა ლიგის ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებენ და ევროპა ლიგაზე დაქვეითდებიან. შესაბამისად, 16 გუნდი 8 საგზურს გაითამაშებს და მერვედფინალებიც ასე შედგება. 

თამაშები ტრადიციულად, ორმატჩიან ფორმატში გაიმართება, გარდა ერთმატჩიანი ფინალია. უეფას კონფერენც ლიგის გამარჯვებულს მომდევნო სეზონის ევროპა ლიგაზე ექნება მონაწილეობა განაღდებული.

ტურნირის პირველი ფინალი 2022 წლის 25 მაისს, ალბანეთის ქალაქ ტირანაში გაიმართება.

როდის გაიმართება მატჩები?

ისევე, როგორც ევროპა ლიგა, კონფერენც ლიგაც ხუთშაბათობით შედგება. თამაშები კი ცენტრალური ევროპის დროით 18:45 და 21:00 საათებზე გაიმართება.