"სერიოზულად? არც კი მკითხოთ", - სიმეონემ აღიარა თავისი პირველი რეაქცია, როცა სუარესის ტრანსფერზე ჰკითხეს
მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ისაუბრა იმაზე, თუ რა რეაქცია ჰქონდა, როცა პირველად შეიტყო, რომ „ბარსადან“ ლუის სუარესის შეძენის შანსი ჰქონდა.
სუარესმა „ატლეტიკოს“ ლა ლიგის საჩემპიონო სვლაში გადამწყვეტი როლი შეასრულა, დიეგო სიმეონემ კი წინასწარვე იცოდა, რომ ურუგვაელს გადამწყვეტი სხვაობის შემოტანა შეეძლო.
„როცა „ატლეტიკომ“ ლუის სუარესის შეძენის შანსი გამოჩნდა, კლუბმა დამირეკა და მკითხა: „ლუის სუარესზე რას ფიქრობ?“ მე კი ვუპასუხე: „სერიოზულად? არც კი მკითხოთ, მოიყვანეთ ის და მერე დამალაპარაკეთ. პირველი, რაც მას ვუთხარი, იყო: „ლუის, ჩვენ მოგება გვჭირდება, შენ კი მოგება გინდა - კარი ღიაა.“
„მსოფლიოში არსებობენ ჯადოქრობით დაჯილდოვებული ფეხბურთელები, როგორც სუარესი, რომელიც ცხოვრებით გამარჯვებულია. „ბარსელონადან“ ის უამრავი საუბრით წავიდა, თუმცა ჩვენთან 20 წლის ბავშვის მოტივაციით და ენთუზიათმით მოვიდა, რათა დაემტკიცებინა, რომ ჯერ კიდევ შეუძლია.
და როდესაც ფეხბურთელი, რომელიც მოგებებს არის გამარჯვებული, მოდის გუნდში, რომელსაც ეს მოგებები სჭირდება...მომავალი კარგი უნდა იყოს.“ - აღნიშნა არგენტინელმა სპეციალისტმა.
სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებით პრესაში აზრები იყოფა - ზოგი ამტკიცებს, რომ „ატლეტიკოს" ურუგვაელი უფასოდ ერგო, სხვების მტკიცებულებით კი, მადრიდულმა კლუბმა „ბარსას" მასში 6 მილიონი ევრო გადაუხადა.