ავტორიზაცია

განსაკუთრებული ქომაგი - მანჩესტერს ევროპა ლიგის ფინალზე ფერგიურონიც გაჰყვა

განსაკუთრებული ქომაგი - მანჩესტერს ევროპა ლიგის ფინალზე ფერგიურონიც გაჰყვა
თარიღი 25 მაი 2021, 13:10

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ალექს ფერგიუსონი, გუნდს ევროპა ლიგის ფინალზე გაჰყვა.

გადამწყვეტ შეხვედრაში „იუნაიტედის“ მეტოქე „ვილიარეალი“ იქნება. მატჩი ხვალ, 26 მაისს, გდანსკში (პოლონეთი) გაიმართება.

„ჩვენს გასვლით წვეულებას განსაკუთრებული სტუმარი ეყოლება.“ - წერს „მანჩესტერის“ ოფიციალური ტვიტერი.

ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედს“ 1986-2013 წლებში წვრთნიდა და „ემიუსთან“ ერთად 13-ჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, 5-ჯერ ინგლისის თასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და სხვა მრავალი ტიტულები.