ავტორიზაცია

რატომ არ ჩქარობს ალეგრი იტალიური გუნდებისთვის შემოთავაზებაზე პასუხის გაცემას?

რატომ არ ჩქარობს ალეგრი იტალიური გუნდებისთვის შემოთავაზებაზე პასუხის გაცემას?
თარიღი 25 მაი 2021, 13:41

ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, მასიმილიანო ალეგრის მომავლის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

იტალიელის თქმით, „იუვენტუსის“ ყოფილ მწვრთნელს მშობლიური გუნდები ეპატიჟებიან, თუმცა ის მათ შემოთავაზებაზე დათანხმებას არ ჩქარობს.

საქმე ისაა, რომ ალეგრისთვის პრიორიტეტული მადრიდის „რეალში“ მუშაობაა და ის სწორედ „სამეფო კლუბის“ გადაწყვეტილებას ელოდება.

მოგეხსენებათ, უახლოეს დღეებში ზინედინ ზიდანს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა აქვს ჩანიშნული და თუ ფრანგი სპეციალისტი თავის თანამდებობაზე არ დარჩება, „რეალი“ მის ნაცვლად სწორედ ალეგრის დაპატიჟებას აპირებს.

მასიმილიანოსთვის პრიორიტეტული სწორედ ესპანურ გრანდში მუშაობაა და ამიტომ, ჯერჯერობით იტალიურ გუნდებს პასუხს არ ეუბნება.

იტალიაში ალეგრის სახელს „იუვენტუსი" და „ნაპოლი" დაუკავშირეს. ეს უკანასკნელი ორი დღის წინ ოფიციალურად დატოვა ჯენარო გატუზომ. თუმცა, დიდი ალბათობით, „პარტონოპეის" „პორტუს" სპეციალისტი სერჟიუ კონსეისაუ ჩაიბარებს.