ავტორიზაცია

ოფიციალურად: ნაპოლიდან გათავისუფლების შემდეგ, გატუზო ახალ კლუბში დაინიშნა

ოფიციალურად: ნაპოლიდან გათავისუფლების შემდეგ, გატუზო ახალ კლუბში დაინიშნა
თარიღი 25 მაი 2021, 19:54

"ფიორენტინამ" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯენარო გატუზოს დანიშვნა დაადასტურა.

43 წლის სპეციალისტმა ჯუზეპე იაკინი შეცვალა, რომელიც "იებს" მარტიდან ედგა სათავეში.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იუწყება, ჯენარომ ფლორენციელებთან "2+1" სქემიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

2020/21 წლების სეზონში "ფიორენტინამ" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილი დაიკავა.

გატუზო "ნაპოლის" 2019 წლის დეკემბრიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა გასულ სეზონში სერია ა-ში მე-7 ადგილი დაიკავა, ამ სეზონში კი მე-5 პოზიციაზე გავიდა.

გატუზოს შემცვლელის ვინაობა ცნობილია - ნაპოლი მწვრთნელს უახლოეს დღეებში წარადგენს