ავტორიზაცია

"გადაწყვეტილება მივიღე, აქ ჩემი დრო ამოიწურა", - საფრანგეთის ჩემპიონს მთავარი მწვრთნელი ტოვებს

"გადაწყვეტილება მივიღე, აქ ჩემი დრო ამოიწურა", - საფრანგეთის ჩემპიონს მთავარი მწვრთნელი ტოვებს
თარიღი 25 მაი 2021, 21:46

"ლილის" მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ კლუბიდან წასვლა დაადასტურა.

"გადაწყვეტილება მივიღე. დღეს დილით, ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, პრეზიდენტს ვაცნობე, რომ "ლილიდან" წასვლას ვაპირებ".

"არ ვიცი რა ვთქვა. უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ აქ ჩემი დრო ამოიწურა. ეს ოთხწლიანი ციკლი საკმარისია. ვგრძნობ, რომ ამ ბრწყინვალე კლუბის დატოვების დრო დადგა", -  თქვა გალტიემ L'Equipe-სთან ინტერვიუში.

54 წლის სპეციალისტი "ლილს" სათავეში 2017 წლის დეკემბერში ჩაუდგა და გუნდი ლიგა 1-დან გავარდნას გადაარჩინა. მომდევნო სეზონში გალტიეს შეგირდები მეორე ადგილზე გავარდნენ, ამ სეზონში კი "პსჟ"-ს აჯობეს და საფრანგეთის ჩემპიონები 10 წლის შემდეგ პირველად გახდნენ.

სენსაცია შედგა - საფრანგეთს ახალი ჩემპიონი ჰყავს!