ავტორიზაცია

ბიელსა ლიდსთან კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს

ბიელსა ლიდსთან კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს
თარიღი 26 მაი 2021, 00:06

"ლიდსის" მთავარი მწვრთნელი, მარსელო ბიელსა კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, იტყობინება ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, 65 წლის არგენტინელმა კლუბის პრეზიდენტთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა.

როგორც აღინიშნება, მხარეებს შორის თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.

მოგეხსენებათ, 2020/21 წლების სეზონში "ლიდსმა" პრემიერ ლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა.