ავტორიზაცია

ბარსელონას მეკარე შესაძლოა ვესტ ჰემში გადავიდეს

ბარსელონას მეკარე შესაძლოა ვესტ ჰემში გადავიდეს
თარიღი 26 მაი 2021, 00:09

"ბარსელონას" მეკარე, ნეტო შესაძლოა ზაფხულში "ვესტ ჰემში" გადავიდეს, იუწყება Mundo Deportivo.

გავრცელებული ინფორმაციით, "ჩაქუჩები" ევროთასებისთვის გოლკიპერს ეძებენ. თავის მხრივ, კატალონიელები შეიძლება ნეტოს გაყიდვას დათანხმდნენ, რათა ახალი ტრანსფერებისთვის ფული მიიღონ.

მოქმედი კონტრაქტის ვადა "ბარსას" 2023 წელს ეწურება. Transfermarkt-ის ვერსიით, ნეტოს სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს.

2020/21 წლების სეზონში 31 წლის ბრაზილიელმა ესპანეთის ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.