ავტორიზაცია

"ფეხბურთის ცოცხალი ენციკლოპედიაა", - სოლსკიაერმა აღიარა, კონკრეტულად რა ისწავლა ფერგიუსონისგან

"ფეხბურთის ცოცხალი ენციკლოპედიაა", - სოლსკიაერმა აღიარა, კონკრეტულად რა ისწავლა ფერგიუსონისგან
თარიღი 26 მაი 2021, 01:35

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, სერ ალექს ფერგიუსონთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

„სერ ალექს ფერგიუსონი ფინალზე ჩვენთან ერთად წამოვიდა. ის განსაკუთრებულია, ფეხბურთის ცოცხალი ენციკლოპედია. ვახშმის დროს, უბრალოდ მის გვერდით ჯდომაც კი - უკვე დიდი პრივილეგიაა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ფეხბურთელები მას ჰკითხავენ ყველაფერს, რაშიც ეჭვი შეეპარებათ. მას ეს კლუბი მთელი გულით უყვარს. იმედი მაქვს, ფინალით ისიამოვნებს. მე, როგორც ფეხბურთელი, მასთან ვალში ვარ.

რა ვისწავლე მისგან? საკუთარი გუნდისა და პირადი ინსტინქტების რწმენა. აუცილებლად ვეტყვი თადარიგში მყოფ ფეხბურთელებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი სასტარტოში ვერ მოხვდნენ, მათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება მაინც შეეძლებათ, ასე ხომ უკვე ყოფილა. შენ შეიძლება იმედგაცრუებული იყო და ჩემზე ბრაზდებოდე, მაგრამ მზად უნდა იყო ბრძოლისთვის, როცა მოედანზე გახვალ.

ის, ვინც სასტარტოში მოხვდება, მაქსიმალურად უნდა იღებდეს სიამოვნებას. ბოლოს და ბოლოს, ცხოვრებაში არც ისე ბევრ ფინალს თამაშობ.“ - აღნიშნა სოლსკიაერმა ევროპა ლიგის მატჩის წინა პრესკონფერნეციაზე.

ოლე-გუნარ სოლსკიაერი „იუნაიტედის“ ფეხბურთელი 1996-2007 წლებში იყო და ამ პერიოდში, ინგლისის ექვსგზის ჩემპიონი გახდა და 1999 წელს ჩემპიონთა ლიგაზეც გაიმარჯვა. სწორედ მის მიერ „ბაიერნთან“ ფინალურ მატჩში გატანილმა გოლმა მოუტანა მანკუნიანელებს ნანატრი ტიტული.

ევროპა ლიგის ფინალში „მან.იუნაიტედი" „ვილიარეალს" დღეს, 26 მაისს, 23:00 საათზე დაუპირისპირდება.