ავტორიზაცია

ოფიციალურად: ხოჭოლავას შახტარს სერია ა-დან ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად: ხოჭოლავას შახტარს სერია ა-დან ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
თარიღი 26 მაი 2021, 12:58

ოფიციალურად დადასტურდა, რომ დონეცკის "შახტარს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. "მაღაროელებს" "სასუოლოს" უკვე ყოფილი დამრიგებელი, რობერტო დე ძერბი უთავკაცებს.

იტალიელმა მწვრთნელმა "შავ-ნარინჯისფრებთან" გააფორმა ორწლიანი ხელშეკრულება, 2022/2023 წლების სეზონამდე.

რაც შეეხება დონბასელთა ახალი დამრიგებლის განვლილ კარიერას, "ნეროვერდის" სერია ა-ს აუტსაიდერიდან საშუალო დონის გუნდად ჩამოყალიბება მთლიანად მისი პროექტია.

ამის გარდა, აპენინელი თავკაცი ორჯერ გახდა რუმინეთის ჩემპიონი "კლუჟში". 41-წლის მწვრთნელი სხვადასხვა დროს აგრეთვე მუშაობდა "პალერმოში", "ბენევენტოსა" და "ფოჯაში".

შეგახსენებთ, "შახტარის" შემადგანელობაში თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, დავით ხოჭოლავა.

ხოჭოლავას ტრავმა და შახტარის ანტი-რეკორდი - პირველად, 2007 წლის შემდეგ

"შახტარში მინდოდა ნეიმარის მოყვანაც, თუმცა პრეზიდენტმა 15 მილიონი არ გაიმეტა", - ლუჩესკუ