ავტორიზაცია

ევროპა ლიგის ფინალის ქალაქში, მანჩესტერის ქომაგებს თავს დაესხნენ

ევროპა ლიგის ფინალის ქალაქში, მანჩესტერის ქომაგებს თავს დაესხნენ
თარიღი 26 მაი 2021, 17:55

გდანსკში, სადაც დღეს ევროპა ლიგის ფინალი გაიმართება, ადგილობრივმა ულტრასებმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანებზე თავდასხმა განახორციელეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული პრესა ავრცელებს.

იმ მომენტში, როცა „ემიუს“ ქომაგები ბარში ისვენებდნენ, მათ თავს ადგილობრივები დაესხნენ. პოლიციის ინფორმაციის თანახმად, „იუნაიტედის“ სამმა ქომაგმა უმნიშვნელო დაზიანება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპა ლიგის ფინალურ მატჩში „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.

ევროპა ლიგის ფინალი - წყვილი, რომელმაც 360 წუთის მანძილზე ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანა