ავტორიზაცია

ლილის გოლკიპერი მილანთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს

ლილის გოლკიპერი მილანთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს
თარიღი 26 მაი 2021, 19:48

"ლილის" გოლკიპერმა, მაიკ მენიანმა კარიერა შეიძლება "მილანში" გააგრძელოს, იტყობინება ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ფრანგმა მილანელთა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიაღწია.

როგორც აღინიშნება, ფეხბურთელი მილანში უკვე ჩავიდა და უახლოეს პერიოდში 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

სავარაუდოდ, "ლილი" მენიანის სანაცვლოდ 13 მილიონ ევროს მიიღებს, დამატებით 2 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.

2020/21 წლების სეზონში მენიანმა "ლილის" რიგებში 48 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 23-ჯერ შეინახა. გუნდთან ერთად იგი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.