ავტორიზაცია

ვაცლიკმა სევილიადან წასვლა დაადასტურა

ვაცლიკმა სევილიადან წასვლა დაადასტურა
თარიღი 26 მაი 2021, 19:59

"სევილიას" გოლკიპერმა, ტომაშ ვაცლიკმა განაცხადა, რომ კლუბს ტოვებს.

32 წლის ჩეხმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც გუნდიდან წასვლა დაადასტურა. აგრეთვე, თანაგუნდელებსა და კლუბის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

ვაცლიკმა "სევილიასტან" კონტრაქტის გახანგრძლივება არასაკმარისი სათამაშო დროის გამო იუარა - გუნდის ძირითადი მეკარე იასინ ბონოა.

ჩეხი კიპერი "სევილიაში" 2018 წლის ზაფხულიდან ირიცხებოდა. გასულ სეზონში ვაცლიკმა ანდალუსიელთა მაისურით 8 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 2-ჯერ შეინახა.