ავტორიზაცია

ვულვერჰემპტონს ბენფიკას ყოფილი მწვრთნელი ჩაიბარებს

ვულვერჰემპტონს ბენფიკას ყოფილი მწვრთნელი ჩაიბარებს
თარიღი 26 მაი 2021, 20:21

პორტუგალიელი სპეციალისტი, ბრუნუ ლაჟე "ვულვერჰემპტონს" ჩაუდგება სათავეში, იუწყება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბენფიკას" ყოფილი მწვრთნელი ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ძალიან მალე მხარეები შეთანხმებას დაადასტურებენ.

შეგახსენებთ, 23 მაისს, "მგლების" თავკაცის პოსტი ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ დატოვა, რომლის ხელმძღვანელობითაც "ვულვერჰემპტონმა" გასულ სეზონში პრემიერ ლიგაში მე-13 ადგილი დაიკავა.