ფრანკო ვასკესი სევილიადან მიდის
"სევილიას" ნახევარმცველი, ფრანკო ვასკესი ზაფხულში კლუბს დატოვებს, იუწყება ანდალუსიელთა ოფიციალური საიტი.
32 წლის ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტის ვადა ეწურება და ახალ ხელშეკრულებას არ სთავაზობენ.
ვასკესი "სევილიაში" 2016 წლიდან ირიცხებოდა, გუნდის მაისურით მან 198 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 26 გოლი შეაგდო.