ავტორიზაცია

სხდომა ჩაინიშნა — უეფამ შესაძლოა სტუმრად გატანილი გოლის წესი სრულად გააუქმოს!

სხდომა ჩაინიშნა — უეფამ შესაძლოა სტუმრად გატანილი გოლის წესი სრულად გააუქმოს!
თარიღი 26 მაი 2021, 21:28

უეფა სტუმრად გატანილი გოლის წესის სრულად გაუქმების შესაძლებლობას განიხილავს.

ეს საკითხი პარასკევს განიხილება, უეფას კომიტეტის სხდომაზე, იტყობინება The Times.

არსებული ცნობით, ამ იდეის მხარდაჭერის შემთხვევაში, უეფა წესის შესაბამის პროცესს დაიწყებს.

როგორც აპრილში დაიწერა, ამ წესის ნაწილობრივ გაუქმება იგეგმებოდა: მხოლოდ საპასუხო მატჩების დამატებით დროებში.

სტუმრად გატანილი გოლის წესი 56 წელიწადია მოქმედებს, მისი მიხედვით ევროთასების ორმატჩიანი დაპირისპირებისას თანაბარი ანგარიშის დროს მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გადის, რომელსაც სტუმრად უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი.

უეფა ჩემპიონთა ლიგის მონაწილეებს უფრო დიდ ფულს გადაუხდის - რამდენით გაიზარდა საპრიზო ფონდი?