ავტორიზაცია

ჰოლანდისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია — AS

ჰოლანდისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია — AS
თარიღი 26 მაი 2021, 22:50

"რეალი" "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდით კვლავ ინტერესდება და მასზე უარის თქმას არ აპირებს.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS იტყობინება, დიდი ალბათობით, მადრიდელებს 2022 წლის ზაფხულამდე მოუწევთ ლოდინი - ახლა ტრანსფერი ზედმეტად დიდი თანხა დაჯდება.

ხოლო მომავალ ზაფხულს 20 წლის ნორვეგიელის ხელში ჩაგდება შედარებით ნაკლები თანხის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი, რადგან კლუბთან შესაძლო წასვლის თაობაზე შეთნხმებულია.

აღინიშნება, რომ "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსა და "დორტმუნდის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჰანს-იოაჰიმ ვატცკეს შორის ბრწყინვალე ურთიერთობაა, ამიტომაც ბორუსიელები მზად არიან მადრიდელებს პრიორიტეტი მიანიჭონ, თუ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში არაერთი კლუბი ჩაერთვება. თავად ჰოლანდისთვისაც "რეალში" გადასვლაა პრიორიტეტული.

გოლების მანქანა - როგორი სტატისტიკით დაასრულა სეზონი ერლინგ ჰოლანდმა?