ავტორიზაცია

ლივერპული კაბაკის კონტრაქტს არ შეისყიდის

ლივერპული კაბაკის კონტრაქტს არ შეისყიდის
თარიღი 26 მაი 2021, 22:55

მცველი, ოზან კაბაკი მომავალ სეზონში "ლივერპულში" არ იასპარეზებს, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

მოგეხსენებათ, თურქი მერსისაიდელთა რიგებში "შალკედან" იჯარით თამაშობდა.

ასე და ამგვარად, კაბაკი გელზერკირხენულ გუნდში დაბრუნდება, რომელიც ბუნდესლიგიდან გავარდა.

როგორც აღინიშნება, "ლივერპულს" 21 წლის უკანახაზელის შესყიდვა 18 მილიონ ევროდ შეეძლო, თუმცა უარი განაცხადა. ფეხბურთელით რამდენიმე კლუბი ინტერესდება.

კაბაკმა 2020/21 წლების სეზონში "ლივერპულის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა.