რეალმა სევილიას მცველთან გამართა მოლაპარაკებები
"რეალი" "სევილიას" მცველ ჟიულ კუნდეს ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, წერს Santi Aouna.
22 წლის ფრანგს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წელს ეწურება.
Transfermarkt-ის ვერსიით, ანდალუსიელთა უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენს.
ამ სეზონში კუნდემ ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.