ავტორიზაცია

პსჟ და ატლეტიკო ლაიფციგის მცველისთვის იბრძვიან

პსჟ და ატლეტიკო ლაიფციგის მცველისთვის იბრძვიან
თარიღი 26 მაი 2021, 23:07

"პსჟ" და "ატლეტიკო" "ლაიფციგის" მცველ ნორდი მუკიელეთი ინტერესდებიან, წერს Bild.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე კლუბი დაცვის გასაძლიერებლად ვარიანტების ძიებაში არიან და 23 წლის ფრანგს ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავენ.

როგორც აღინიშნება, "ლაიფციგი" მზად არის თავის ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ შეელიოს.

2020/21 წლების სეზონში მუკიელემ "ლაიფციგის" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.