ავტორიზაცია

კლუბი, რომელსაც ბუფონის დამატება შესთავაზეს

კლუბი, რომელსაც ბუფონის დამატება შესთავაზეს
თარიღი 26 მაი 2021, 23:09

"იუვენტუსის" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერა შეიძლება პორტუგალიაში გააგრძელოს.

A Bola-ს ინფორმაციით, 43 წლის ფეხბურთელის დამატება "ბენფიკას" შესთავაზეს.

აქამდე, ჯიჯიმ განაცხადა, რომ ტურინულ კლუბს ტოვებს, მაგრამ კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

გასულ სეზონში 43 წლის იტალიელმა სერია ა-ში 8 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაუშვა.