ავტორიზაცია

ჰადსონ-ოდოი შესაძლოა ჩელსიდან დორტმუნდში გადავიდეს

ჰადსონ-ოდოი შესაძლოა ჩელსიდან დორტმუნდში გადავიდეს
თარიღი 26 მაი 2021, 23:12

"ჩელსის" თავდამსხმელი, კალუმ ჰადსონ-ოდოი შესაძლოა "დორტმუნდში" გადავიდეს, წერს Eurosport.

გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ინგლისელს მეტი სათამაშო დროის მიღება უნდა და ლონდონური კლუბის დატოვებას აპირებს.

"დორტმუნდი" ჰადსონ-ოდოის ყიდვის და იჯარის ვარიანტსაც განიხილავს. აგრეთვე, გერმანული კლუბი ჯონათან იკონეთი ("ლილი") და რაფინიათი ("ლიდსი") ინტერესდებიან.

2020/21 წლების სეზონში ჰადსონ-ოდოიმ "ჩელსის" მაისურით 37 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.