ავტორიზაცია

ძირითად დროში ევროპა ლიგის გამარჯვებული ვერ გამოვლინდა - წინ ექსტრა-ტაიმია [VIDEO]

ძირითად დროში ევროპა ლიგის გამარჯვებული ვერ გამოვლინდა - წინ ექსტრა-ტაიმია [VIDEO]
თარიღი 27 მაი 2021, 00:56

ევროპა ლიგის ფინალის ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

პოლონეთის ქალაქ გდანსკში ერთმანეთს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ვილიარეალი“ უპირისპირდებიან.

პირველი ნახევარი ესპანურმა გუნდმა ხერარდ მორენოს გოლით მოიგო და „მანჩესტერს“ თამაშის დატრიალების საჭიროება გაუჩინა.

ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდმა ეს წარმატებით მოახერხა - მეორე ნახევარში ანგარიშის გათანაბრება ედინსონ კავანიმ მოახერხა, რომელსაც ევროპა ლიგის ბოლო 4 მატჩში უკვე 6 გოლი დაუგროვდა.

მიუხედავად მანკუნიანელთა უპირატესობისა, ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და სულ მალე ექსტრა-ტაიმი დაიწყება.

მორენოს გოლი:

კავანის გოლი: