ავტორიზაცია

VIDEO: გოლები, დრამა, 22 პენალტი და დე ხეას გაცუდება - ვილიარეალი ევროპა ლიგის გამარჯვებულია!

VIDEO: გოლები, დრამა, 22 პენალტი და დე ხეას გაცუდება - ვილიარეალი ევროპა ლიგის გამარჯვებულია!
თარიღი 27 მაი 2021, 01:55

პოლონეთის ქალაქ გდანსკში ევროპა ლიგის ფინალი ძალიან დრამატულად განვითარდა.

პირველი ნახევარი ესპანურმა გუნდმა 1:0, ხერარდ მორენოს გოლით მოიგო. მეორე ტაიმში მანჩესტერელებმა ანგარიში კავანის გოლით გაათანაბრეს და ინგლისელთა უპირატესობის მიუხედავად, ძირითად დროში გოლი აღარ გასულა.

საბოლოოდ, საქმე დამატებით დროში გადავიდა, სადაც ექსტრა 30 წუთი გუნდებს გამარჯვებულის გამოსავლენად არ ეყოთ და ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა.

თერთმეტმეტრიანებში კი უფრო ესპანური გუნდი ძლიერი აღმოჩნდა და ევროპა ლიგის ტიტულს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტი პენალტი დავიდ დე ხეამ გააფუჭა.

„ყვითელი სუბმარინას" მთავარი მწვრთნელისთვის, უნაი ემერისთვის ეს უკვე კარირეაში მე-4 ევროპა ლიგის თასია, წინა სამი მან „სევილიასთან" ერთად, ზედიზედ სამჯერ (2014-2015-2016) წლებში მოიგო.