ავტორიზაცია

მერამდენედ მოახერხა უნაი ემერიმ ევროპა ლიგის მოგება?

მერამდენედ მოახერხა უნაი ემერიმ ევროპა ლიგის მოგება?
თარიღი 27 მაი 2021, 02:14

ის დროა, რომ UEL (Uefa Europe League-ს) Unai Emery League დაერქვას.

ესპანელი სპეციალისტი ამ ტურნირის ნამდვილ ოსტატად იქცა - თანამედროვე ისტორიაში არცერთ მწვრთნელს არ აქვს იმდენივე ევროპა ლიგა მოგებული, რამდენიც - უნაი ემერის.

„ვილიარეალის“ დამრიგებლისთვის ეს მეხუთე ფინალი იყო და მან მეოთხე გამარჯვებას მიაღწია. სამი გამარჯვება მან „სევილიასთან“ ერთად მოიპოვა, თანაც - ზედიზედ.

ერთადერთი მარცხი, რომელიც ემერიმ ევროპა ლიგის ფინალში იწვნია - 2019 წელზე მოდის, როცა მის მიერ გაწვრთნილი „არსენალი“ გადამწყვეტ მატჩში მაურიციო სარის „ჩელსისთან“ 1:4 განადგურდა.

რაც შეეხება „ვილიარეალს“, ესპანური გუნდისთვის ეს ისტორიაში პირველი მოგებული ევროტურნირია.
 

გოლები, დრამა, 22 პენალტი და დე ხეას გაცუდება - ვილიარეალი ევროპა ლიგის გამარჯვებულია!