ავტორიზაცია

ზედიზედ 36 გაშვებული პენალტი - როდის მოიგერია დე ხეამ უკანასკნელად თერთმეტმეტრიანი?

ზედიზედ 36 გაშვებული პენალტი - როდის მოიგერია დე ხეამ უკანასკნელად თერთმეტმეტრიანი?
თარიღი 27 მაი 2021, 02:33

„ვილიარეალმა“ დავიდ დე ხეას კარში 11 პენალტის გატანა მოახერხა.

ესპანური გუნდის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანები იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ დე ხეა მათ მოგერიებასთან ძირითადად ახლოსაც კი არ ყოფილა.

ბოლო წლებში, ესპანელ მეკარეს პენალტების მოგერიება ძალიან უჭირს - უკანასკნელად, დე ხეამ თერთმეტმეტრიანი 2016 წლის აპრილში მოიგერია.

მას შემდეგ, მეტოქეებმა დავიდს ზედიზედ 36 პენალტი გაუტანეს. 

ევროპა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, გამარჯვება კი „ვილიარეალმა“, პენალტების სერიაში, 11:10 მოიპოვა.

ყველაფერთან ერთად, ამ მატჩში დე ხეამ გადამწყვეტი პენალტიც გააცუდა.

ფრანგული გუნდი, რომელიც ვილიარეალის მოგების გამო ჩემპიონთა ლიგის გარეშე რჩება