ავტორიზაცია

ოფიციალურად: მილანმა დონარუმას შემცვლელი იყიდა

ოფიციალურად: მილანმა დონარუმას შემცვლელი იყიდა
თარიღი 27 მაი 2021, 20:23

"მილანმა" "ლილის" გოლკიპერის, მაიკ მენიანის ტრანსფერი დაადასტურა.

25 წლის ფრანგმა "როსონერისთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 2026 წლის ივნისის ბოლომდე დარჩება. ახალ კლუბში იგი 16-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი გადაიხადა მილანურმა გრანდმა კიპერის სანაცვლოდ, თუმცა Transfermarkt-ის ვერსიით, კლუბს ტრანსფერი 13 მილიონი ევრო დაუჯდა.

2020/21 წლების სეზონში მენიანმა "ლილის" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 23-ჯერ შეინახა საკუთარი კარი მშრალად.

მოგეხსენებათ, "მილანის" დირექტორმა, პაოლო მალდინიმ გუშინ დაადასტურა, რომ გუნდის ძირითადი მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა 2021 წლის ზაფხულში კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

იუვენტუსი ან ბარსელონა — როდის გააკეთებს არჩევანს დონარუმა?