ავტორიზაცია

ვულვერჰემპტონი მზად არის ზაფხულში ნევეში გაყიდოს

ვულვერჰემპტონი მზად არის ზაფხულში ნევეში გაყიდოს
თარიღი 27 მაი 2021, 23:34

"ვულვერჰემპტონის" ნახევარმცველმა, რუბენ ნევეშმა ზაფხულში შეიძლება კლუბი დატოვოს, იტყობინება The Athletic.

გავრცელებული ინფორმაციით, "მგლები" მზად არიან ნევეში 35 მილიონ ფუნტად გაყიდონ. მიღებულ თანხას კლუბი შემადგენლობის განახლებას მოახმარს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის პორტუგალიელის დამატებით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ნევეშს 2023 წლის ივნისში ეწურება. 2020/21 წლების სეზონში მან პრემიერ ლიგაში 36 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.