ავტორიზაცია

რომა ლევერკუზენის თავდამსხმელს უმიზნებს

რომა ლევერკუზენის თავდამსხმელს უმიზნებს
თარიღი 27 მაი 2021, 23:38

"რომამ" შეიძლება "ლევერკუზენის" თავდამსხმელი, დემარეი გრეი დაიმატოს, იუწყება Sky Sport-ის ჟურნალისტი, მაქს ბილეფელდი.

გავრცელებული ინფორმაციით, "მგლები" 24 წლის ინგლისელისადმი ინტერესს იჩენენ. კლუბს სურს გამოსასყიდი თანხის პუნქტით ისარგებლოს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის დამატება 2 მილიონ ევროდ შეუძლია და მხოლოდ ამ ზაფხულს იქნება ძალაში.

გრეი "ლევერკუზენში" 2021 წლის იანვარში "ლესტერიდან" გადავიდა. გერმანიის ჩემპიონატში მან 10 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, გრეის სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონ ევროს შეადგენს.