ავტორიზაცია

სპალეტიმ ნაპოლის გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა

სპალეტიმ ნაპოლის გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა
თარიღი 27 მაი 2021, 23:49

"ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუჩანო სპალეტის ხილვა სურს.

იტალიელმა სპეციალისტმა ნეაპოლელთა გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

მხარეები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. სპალეტის წლიური ანაზღაურება 3,5 მილიონი ევრო იქნება.

ბოლოს 62 წლის იტალიელი "ინტერს" ედგა სათავეში, საიდანაც 2019 წელს წავიდა.

მოგეხსენებათ, "ნაპოლი" ჯენარო გატუზომ დატოვა და "ფიორენტინაში" წავიდა. ნეაპოლელებმა სერია ა-ს გასულ გათამაშებაში მისი ხელმძღვანელობით მე-5 ადგილი დაიკავეს.