ავტორიზაცია

მილანი რომანიოლის ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს

მილანი რომანიოლის ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს
თარიღი 27 მაი 2021, 23:53

"მილანი" გუნდის მცველ ალესიო რომანიოლისთან განშორებას გეგმავს.

როგორც Calciomercato იტყობინება, "როსონერი" 26 წლის იტალიელს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ფეხბურთელს 2022 წლის ზაფხულში ეწურება. კლუბს ზაფხულში მისი გაყიდვა სურს, რათა ერთ წელიწადში უფასოდ არ დაკარგოს.

ცნობისთვის, "მილანმა" რომანიოლი 2015 წელს, "რომადან" 25 მილიონ ევროდ იყიდა.

სერია ა-ს 2020/21 წლების სეზონის გათამაშებაში უკანახაზელმა 22 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.