ავტორიზაცია

კომანი ბაიერნის ხელმძღვანელობისგან ხელფასის გაზრდას ითხოვს

კომანი ბაიერნის ხელმძღვანელობისგან ხელფასის გაზრდას ითხოვს
თარიღი 27 მაი 2021, 23:56

"ბაიერნის" თავდამსხმელს, კინგსლი კომანს მოქმედი კონტრაქტის ფინანსური პირობების გაუმჯობესება უნდა, წერს Bild.

24 წლის ფეხბურთელს წლიურად 16-17 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.

ფრანგი შემტევის ეს მოთხოვნა ნახევარმცველ ლეროი სანეს ხელშეკრულებას უკავშირდება, რომელიც სეზონში 15 მილიონზე მეტს იღებს. კომანი, რომლის წლიური ანაზღაურებაც ამჟამად 10 მილიონია, გერმანელის მსგავსი ხელფასის მიღება უნდა, რადგან სასტარტო შემადგენლობის წევრად იქცა.

2020/21 წლების სეზონში კომანმა ბუნდესლიგაში 29 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი შეაგდო და 10 შედეგიანი პასიც მიითვალა.