ავტორიზაცია

ლიონი შეიძლება ჟორჟე ჟეზუსმა ჩაიბაროს

ლიონი შეიძლება ჟორჟე ჟეზუსმა ჩაიბაროს
თარიღი 27 მაი 2021, 23:59

"ლიონი" ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას აგრძელებს.

2020/21 წლების სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ, რუდი გარსიამ განაცხადა, რომ ზაფხულში გუნდს დატოვებს.

maisfutebol-ის ცნობით, "ლიონის" გაწვრთნის ერთ-ერთი კანდიდატი ჟორჟე ჟეზუსია, რომელიც ამჟამად "ბენფიკას" უდგას სათავეში.

აგრეთვე, "ლიონი" კრისტოფ გალტიეს კანდიდატურასაც განიხილავს, ამ უკანასკნელმა საფრანგეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ "ლილის" დატოვება გადაწყვიტა.