ავტორიზაცია

სპალეტი ნაპოლისთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

სპალეტი ნაპოლისთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
თარიღი 28 მაი 2021, 00:50

იტალიელმა სპეციალისტმა, ლუჩანო სპალეტიმ შეიძლება "ნაპოლი" ჩაიბაროს, იუწყება ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, 62 წლის სპეციალისტი ჯენარო გატუზოს "ფიორენტინაში" წასვლის შემდეგ ნეაპოლელთა გაწვრთნას დათანხმდა.

როგორც აღინიშნება, ახალ კლუბში სპალეტის კონტრაქტი 2023 წლამდე იქნება გათვლილი და წელიწადში ხელფასის სახით 3,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ბოლოს სპალეტი "ინტერს" ედგა სათავეში, საიდანაც 2019 წელს წავიდა.