ავტორიზაცია

მიუხედავად პრემიერ ლიგის კლუბების ინტერესისა, ლილის მცველი კლუბში რჩება

მიუხედავად პრემიერ ლიგის კლუბების ინტერესისა, ლილის მცველი კლუბში რჩება
თარიღი 28 მაი 2021, 00:54

"ლილის" მცველი, სვენ ბოტმანი ამ ზაფხულს კლუბს არ დატოვებს, იტყობინება L'Equipe.

21 წლის ჰოლანდიელს გუნდიდან წასვლა არ უნდა, რომლის რიგებშიც საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ იანვარში გამოიჩინეს წამყვანმა კლუბებმა მისდამი ინტერესი.

როგორც აღინიშნება, ახალგაზრდა უკანახაზელს "ლილის" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში.

გავრცელებული ცნობით, ბოტმანით "ლივერპული" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულნი.

ამ სეზონში "ლილის" მცველმა ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა და ერთი ასისტი გააკეთა.