ავტორიზაცია

ლივერპულმა ვეინალდუმის შემცვლელი ლესტერში შეარჩია

ლივერპულმა ვეინალდუმის შემცვლელი ლესტერში შეარჩია
თარიღი 28 მაი 2021, 00:57

"ლივერპული" "ლესტერის" ნახევარმცველ იური ტილემანსით ინტერესდება, იუწყება Nieuwsblad.

გავრცელებული ცნობით, მერსისაიდელები 24 წლის ბელგიელს ჟორჟინიო ვეინალდუმის შემცვლელად განიხილავენ, რომელმაც გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კარიერა შესაძლოა "ბარსელონაში" გააგრძელოს.

როგორც აღინიშნება, ტილემანსისადმი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" და რამდენიმე ესპანური კლუბიც იჩენს.

2020/21 წლების სეზონში "მელიების" მაისურით იურიმ ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.