ავტორიზაცია

კალიარი იუვენტუსის მცველის კონტრაქტს არ შეისყიდის

კალიარი იუვენტუსის მცველის კონტრაქტს არ შეისყიდის
თარიღი 28 მაი 2021, 00:59

"კალიარიში" იჯარით მოასპარეზე "იუვენტუსის" მცველი, დანიელე რუგანი ტურინში დაბრუნდება.

როგორც სარდინიელთა სპორტულმა დირექტორმა, სტეფანო კაპოზუკამ განაცხადა, 26 წლის იტალიელი გუნდის სამომავლო გეგმებში არ შედის.

რუგანი "კალიარიმ" 2021 წლის თებერვალში ინათხოვრა. ამ დროის განმავლობაში მცველმა 16 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც გააკეთა.

ცნობისთვის, 2020/21 წლების სეზონის პირველი ნახევარი "ბებერი ქალბატონის" მცველმა "რენში" გაატარა.