მალე ესპანეთში გაფრინდება - გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ფეხბურთელია!
საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას ვალენსიაში გააგრძელებს.
Goal.Ge-ს ინფორმაციით, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და ფეხბურთელი კონტრაქტს ესპანურ კლუბთან უახლოეს დღეებში გააფორმებს, ესპანეთში კი ივნისის ბოლოს გაფრინდება.
რაც შეეხება ტრანსფერის დეტალს, იქნება ერთწლიანი იჯარა, შემდგომში გამოსყიდვის უფლებით.
გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლოკომოტივის მაისურით 14-ჯერ ითამაშა. ახალგაზრდა მეკარემ თავი გასული წლის ზაფხულში ევროტურნირებზე კარგად თამაშით გამოიჩინა.
EXCLUSIVE: მალე შეკრებას დატოვებს - კვარაცხელია ნაკრებს ივნისის მატჩებში ვერ დაეხმარება