ავტორიზაცია

ლაპორტა: "სუპერლიგა? ჯარიმას არ გადავიხდით - თუ საჭირო გახდა, სასამართლოში წავალთ და საქმესაც მოვიგებთ"

ლაპორტა: "სუპერლიგა? ჯარიმას არ გადავიხდით - თუ საჭირო გახდა, სასამართლოში წავალთ და საქმესაც მოვიგებთ"
თარიღი 28 May 2021, 15:25

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, სიტუაცია ასეთია: 12 დამფუძნებლიდან 9-მ უეფასთან შეთანხმებას მიაღწია, გარკვეულ სანქციებსაც დათანხმდა და ევროპულ საკლუბო ორგანიზაციაშიც დაბრუნდა.

რაც შეეხება დარჩენილ სამს, გავრცელებული ინფორმაციით, მათ უეფასგან ყველაზე სერიოზული სასჯელი ემუქრებათ: ფულადი ჯარიმა და ჩემპიონთა ლიგიდან 1 ან 2 წლით დისკვალიფიკაციაც კი.

საუბარია „იუვენტუსზე“, მადრიდის „რეალზე“ და „ბარსელონაზე“. თუმცა, ამ უკანასკნელის პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას თქმით, ისინი უკან დახევას არ აპირებენ.

„სუპერლიგასთან დაკავშირებით არც ბოდიშს მოვიხდით და არც რაღაც მათ მიერ დაწესებულ ჯარიმას გადავიხდით.

თუ დავჯარიმდებით, სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს მივმართავთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეს მოვიგებთ.“ - აღნიშნა ლაპორტამ.

რამდენიმე დღის წინ, ხსენებულმა სამმა კლუბმა კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც მათ უეფას ბრალი უკანონო მუქარებში დასდეს და საკუთარი პროექტის ერთგულებაც გამოხატეს.