ავტორიზაცია

ჰოლანდი: "ბორუსიამ თქვა, რომ 100%-ით ვრჩები?"

ჰოლანდი: "ბორუსიამ თქვა, რომ 100%-ით ვრჩები?"
თარიღი 28 მაი 2021, 15:58

დორტმუნდის „ბორუსიას“ შემტევმა, ერლინგ ჰოლანდმა, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის ზაფხულში, ნორვეგიელის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევრო იქნება. თუმცა, კლუბები ჰოლანდის შეძენას წელსვე ცდილობენ. მიუხედავად ამისა, „ბორუსია“ მის გაყიდვას არ აპირებს.

„ბორუსია დორტმუნდი ამბობს, რომ ამ ზაფხულს 100%-ით ვრჩბი? კლუბთან კონტრაქტი მაქვს, ასე რომ პატივისცემით მოვიქცევი.

ჩემპიონთა ლიგის საგზური ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ ტურნირზე ძალიან ძალიან მსურს. დიდი ოცნებები მაქვს.“ - აღნიშნა ჰოლანდმა.

„დორტუნდმა“ ჰოლანდი 2020 წლის ზამთარში, „ზალცბურგიდან“ 20 მილიონ ევროდ დაიმატა.