ავტორიზაცია

ლესტერს ლილის ნახევარმცველის ტრანსფერი 18 მილიონი ევრო უჯდება

ლესტერს ლილის ნახევარმცველის ტრანსფერი 18 მილიონი ევრო უჯდება
თარიღი 28 მაი 2021, 21:44

"ლესტერი" "ლილის" ნახევარმცველის, ბუბაქარი სუმარეს ყიდვასთან ახლოს არის, იტყობინება Sky Sports.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ფრანგის ტრანსფერი "მელიებს" დაახლოებით 18 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.

"ლილმა" სეზონის ბოლომდე მოლაპარაკებები შეაჩერა, რადგან კლუბს არ უნდოდა საფრანგეთის ჩემპიონატის ტიტულისთვის ბრძოლაში გუნდისთვის ხელი შეეშალა.

2020/21 წლების სეზონში სუმარემ "ლილის" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.