ავტორიზაცია

ოფიციალურად: ვალენსიას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად: ვალენსიას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
თარიღი 28 მაი 2021, 21:55

"ხეტაფეს" ყოფილმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა "ვალენსია" ჩაიბარა.

აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

57 წლის სპეციალისტი ესპანურ კლუბს 2023 წლამდე გაწვრთნის.

შეგახსენებთ, 2020/21 წლების სეზონში "ღამურებმა" ლა ლიგაში მე-13 ადგილი დაიკავეს.