ოფიციალურად: ვალენსიას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ხეტაფეს" ყოფილმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა "ვალენსია" ჩაიბარა.
აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
57 წლის სპეციალისტი ესპანურ კლუბს 2023 წლამდე გაწვრთნის.
შეგახსენებთ, 2020/21 წლების სეზონში "ღამურებმა" ლა ლიგაში მე-13 ადგილი დაიკავეს.