ავტორიზაცია

მოურინიოს რომაში არსენალის ნახევარმცველის ხილვა სურს

მოურინიოს რომაში არსენალის ნახევარმცველის ხილვა სურს
თარიღი 28 მაი 2021, 21:58

"რომა" "არსენალის" ნახევარმცველ გრანიტ ჯაკათი ინტერესდება, იტყობინება Sky Sport.

გავრცელებული ინფორმაციით, რომაული კლუბის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს გუნდში შვეიცარიის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელის ხილვა სურს.

თავის მხრივ, "არსენალი" მზად არის ჯაკა 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას, თუმცა "რომა" მზადაა 20 მილიონი გადაიხადოს + ბონუსები.

პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშებაში "მეთოფეთა" ნახევარმცველმა 31 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.