ავტორიზაცია

ლილიდან წასული გალტიე ნიცას გაწვრთნას დათანხმდა

ლილიდან წასული გალტიე ნიცას გაწვრთნას დათანხმდა
თარიღი 28 მაი 2021, 22:14

"ნიცას" ახალი მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე გახდება.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იუწყება, ფრანგმა სპეციალისტმა გუნდში მუშაობაზე თანხმობა განაცხადა.

სავარაუდოდ, "ნიცა" 54 წლის სპეციალისტის დანიშვნას ოფიციალურად უახლოეს დღეებში დაადასტურებს.

აქამდე არსებული ცნობით, გალტიეს მიწვევა "ლიონსაც" სურს.

2020/21 წლების სეზონში ფრანგი "ლილს" ედგა სათავეში, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. თავის მხრივ, "ნიცამ" მე-9 ადგილი დაიკავა.